პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ქალთან, რომელიც გუშინ აქციაზე ატირდა
პარლამენტმა გუშინ საბოლოოდ მიიღო კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". მთელი დღის განმავლობაში პრეზიდენტის ვეტოდადებულ პროექტს საკანონმდებლო ორგანოში მყოფი დეპუტატები პროტესტის ფონზე განიხილავდნენ. დილიდან პარლამენტთან აქცია მიმდინარეობდა. ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცაველი იმყოფებოდა.
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. კერძოდ, ისმოდა შეძახილები: “მონებო”, “მოღალატეებო”, “სირცხვილია”.
მედიასაშუალებების და ფოტოგრაფების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბევრი მოქალაქე გადაწყვეტილებას ემოციურად, ცრემლით შეხვდა. მათ შორის არის "რადიო თავისუფლების" ფოტო, სადაც გოგონა და ქალბატონი არიან გამოსახული.
ფოტოზე ხელოვანი ირა ლავრინენკოა. მხატვარი და გრაფიკოსი აქტიურად არის ჩართული კანონის საწინააღმდეგო პროტესტში. ამბობს, რომ გოგონას, რომელიც მასთან ერთად არის ფოტოზე აღბეჭდილი, არ იცნობს.