loader

"ვეტო დაძლეულია, მინდა მივულოცო ყველას" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვეტო დაძლეულია, მინდა მივულოცო ყველას" - კახა კალაძე

ბოლო თვეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში განხორციელდა; რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ [პასუხი], რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც მოქმედებს როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

კალაძემ კანონის მიღება მოულოცა ყველას, „ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“.