loader

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა.

მანამდე, აქცია მონაწილეების ნაწილი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დარჩა, პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.

პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა, რის შემდეგაც მათ “ქართული ოცნების” ოფისისკენ გადაინაცვლეს.

როგორც აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა განაცხადეს, მორიგი აქცია 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.