ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება ირაკლი კობახიძის განცხადებას აფხაზეთის დაბრუნების სურვილის შესახებ, სპეციალური წერილით პასუხობს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტურ და არაპერსპექტიულ განცხადებად აფასებს.
„აშკარაა, რომ ასეთი პოპულისტური განცხადებები ჟღერდება მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ და მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, შიდა აუდიტორიაზე“, - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.