loader

კანის კინოფესტივალი სკანდალში გაეხვა- ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რომ დაცვის წევრი ქალი, ვარსკვლავებს პოზირებას არ აცდის და უხეშად ექცევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანის კინოფესტივალი სკანდალში გაეხვა- ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რომ დაცვის წევრი ქალი, ვარსკვლავებს პოზირებას არ აცდის და უხეშად ექცევა

კანის კინოფესტივალი სკანდალში გაეხვა- ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რომ დაცვის წევრი ქალი, ვარსკვლავებს პოზირებას არ აცდის და უხეშად ექცევა.

უკვე რამდენიმე დღეა კანის კინოფესტივალზე გადაღებული კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს, თუ როგორ ექცევა ფესტივალის დაცვის წევრი ქალი მიწვეულ სტუმრებსა და ვარსკვლავებს.

პირველი კონფლიქტი დაცვის წევრსა და ვარსვლავ კელი როულენდს შორის რამდენიმე დღის წინ წარმოიშვა, როდესაც ქალმა მას პოზრების საშუალება არ მისცა. თავიდან, საზოგადოების ნაწილი ვარსკვლავს აკრიტიკებდა, თუმცა მომდევნო დღეებში დაცვის წევრი სხვა მიწვეულ სტუმრებთანაც შევიდა კონფლიქტში და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც კი მივიდა.

კელი როულენდის გარდა, მას 33 წლის კორეელი მსახიობი, იონა ბუ, უკრაინელი მოდელი და დომიკილელი მსახიობი დაუპირისპირდა.

საზოგადოება დაცვის წევრს არაკომპეტენტურს, უზრდელს და აგრესიულს უწოდებს და წერენ, რომ ის აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან.