loader

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა - "სამუდამო ლაქად დარჩება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა - "სამუდამო ლაქად დარჩება"

გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ - მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, სადაც აღნიშნა, რომ გონივრულმა ნაბიჯებმა მისცა მათ შესაძლებლობა, რომ „ეგზისტენციალური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინათ“.

მისივე თქმით, ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას სამუდამო ლაქად დარჩება.

“გუშინ ინსტიტუციების ნგრევის ყველაზე ნათელი მაგალითი ვიხილეთ - მთავრობის მიერ ჯარის წინაშე პრეზიდენტის მოღალატედ გამოცხადება. ასეთი სირცხვილი ჩვენს ისტორიას სამუდამო ლაქად დარჩება“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში, წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციალური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა“.