loader

"მეგობრებო, ეს არის ჩაშლილი ინფორმაცია..." - ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეგობრებო, ეს არის ჩაშლილი ინფორმაცია..." - ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს

"მეგობრებო, ეს არის ჩაშლილი ინფორმაცია, რაში იხარჯება თქვენი ფული. ვანახლებთ ყოველდღე" - ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ფონდის ანგარიშზე, სადაც მოქალაქეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისთვის საჭირო თანხას რიცხავენ, 227 625 ლარია მობილიზებული.

"მეგობრებო, ეს არის ჩაშლილი ინფორმაცია, რაში იხარჯება თქვენი ფული.

ვანახლებთ ყოველდღე. პოსტი რომ არ ეძებოთ, მუდმივად აპინული იქნება. "ფეისბუქმა" წაშალა გადარიცხვის სქრინები, რადგან აღიქვა პირადი ინფორმაციის დარღვევად.

ინტერესის შემთხვევაში, ნებისმიერ გადარიცხვაზე გამოგიგზავნით დოკუმენტს. ანგარიშზეა 227 625 ლარი" - წერს ჟორჟოლიანი.

ვრცლად წაიკითხეთ: