loader

ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

69 წლის ასაკ­ში, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პაატა გულიაშვილი წერს:

"კაი რა..... ჩემო საყვარელო, ტრისტან........" - წერს პაატა გულიაშვილი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბი სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს იქ გა­დი­ო­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის ბოლო დროს სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და.

ქარ­თუ­ლი კი­ნო­სა და თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი ტრის­ტან სა­რა­ლი­ძე 1955 წელს ბორ­ჯო­მის რა­ი­ონ­ში და­ი­ბა­და. 1980 წლი­დან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი რო­ლე­ბია: ჯამ­ბა­ზი („როლი დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბი გო­გო­ნა­სათ­ვის“), ჭე­იშ­ვი­ლი („საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა“), პო­ლი­ცი­ე­ლი („სე­ჩუ­ა­ნე­ლი კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი“), მკვლე­ლი („მაკ­ბე­ტი“), გელა ( „მერე რა რომ სვე­ლია სვე­ლი ია­სა­მა­ნი“ ), ქავ­თარ („ლა­მა­რა“ ), შაქ­რო ( „კა­ცია ადა­მი­ა­ნი“ ), ჯა­რის­კა­ცი ( „მე­თორ­მე­ტე ღამე“), მე­ა­თე მსა­ჯუ­ლი („თორ­მე­ტი გან­რის­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი“), ლადო („ვა­ნი­ლის მოტ­კბო, სევ­დი­ა­ნი სურ­ნე­ლი“). 2010 წელს მი­ე­ნი­ჭა ქ. ბორ­ჯო­მის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქის წო­დე­ბა.