"აივნიდან სოფო ბედიას ქმარმა გადმოგვხედა და გადმოგვძახა" - რას წერენ სოციალურ ქსელში მიშა მესხზე?
ზუგდიდის საკრებულოს წევრი მაია კალანდია სოციალურ ქსელში ზუგდიდში გამართულ ევროპის მარშზე საუბრობს და სახალისო პოსტს აქვეყნებს:
“ევროპის მარშის მონაწილეები შეკრებილი ვიყავით ზუგდიდის იუსტიციის სახლის გვერდით მოედანზე, რომელსაც ზემოდან გადმოჰყურებს სასტუმრო.
აივნიდან სოფო ბედიას ქმარმა (ნიფხვისამარად) გადმოგვხედა და ენა, მამული, სარწმუნოებაო, გადმოგვძახა! გულს იმედი ჩაგვესახა, უკლებლივ ყველას, განა მარტო მე”. – წერს ზუგდიდის საკრებულოს წევრი მაია კალანდია.