loader

"თქვენ თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა - ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული - ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ" - ალუდა ღუდუშაური გიორგი მსხილაძეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თქვენ თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა - ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული - ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ" - ალუდა ღუდუშაური გიორგი მსხილაძეს

თქვენ შესავალში ახსენეთ, რომ დღევანდელი დღე მძიმე არისო. ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ რაც დაწერილი იყო, ალბათ, კარგად არ გქონდათ წაკითხული - სიმართლე გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება არის, რომ ბევრი კუთხით წაკითხვაც გაგიჭირდათ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები წარადგინა.

დეპუტატმა გიორგი მსხილაძეს მოუწოდა, დაასახელოს კონკრეტული მუხლი, რომლითაც შეიძლება მედიასაშუალებას, ან არასამთავრობო ორგანიზაციას პრობლემა შეექმნას, ან მისი საქმიანობა შეიზღუდოს.