loader

„ლელო“ შეუერთდება „ქართულ ქარტიას“ - მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს" - ბადრი ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ლელო“ შეუერთდება „ქართულ ქარტიას“ - მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს" - ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ლელო“ უერთდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას“. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ქარტიაა, ქვეყნისთვის საჭირო, მნიშვნელოვანი ვალდებულებია, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ვალდებულებია. ამიტომ, „ლელო“, რა თქმა უნდა, შეუერთდება ამ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ მისი შესრულება ქვეყანას ევროკავშირში აუცილებლად გააწევრიანებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება საერთო სიას, თუ როგორ ესახება ის „ლელოს“, როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, პარტია საერთო სიას უარყოფითად უყურებს.

ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელსაც „ქართული ქარტია“ ჰქვია და პოლიტიურ პარტიებს მასზე შეჯერებას სთავაზობს.