loader

"პარტია "ახალი" ხელს მოაწერს „ქართულ ქარტიას“ - ნიკა გვარამია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პარტია "ახალი" ხელს მოაწერს „ქართულ ქარტიას“ - ნიკა გვარამია

პარტია "ახალი" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" ხელს მოაწერს. ამის შესახებ მედიასთან პარტიის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით.

"ქარტიასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. მე ვფიქრობ, რომ შეფერხება ჩვენი მხრიდან არ იქნება. პარტია "ახალი" ხელს მოაწერს ქარტიას. სადღაც ნაკლებად, სადღაც მეტად, მაგრამ ჯამურად, მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ძალიან კარგია, სწორი აქცენტებით და ხელს მოვაწერთ და შევუერთდებით," - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.