loader

"სპექტაკლში "მეფე ლირი" ვმონაწილეობ და "პაკლონიდან" გავედი" - რას წერს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სპექტაკლში "მეფე ლირი" ვმონაწილეობ და "პაკლონიდან" გავედი" - რას წერს მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი?

მსა­ხი­ო­ბი ანრი ბიბინეიშვილი ამ­ბობს, რომ გუ­შინ­დე­ლი პრო­ტეს­ტი სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე მსა­ხი­ო­ბის მიერ იყო მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და ის თა­ვად არ იზი­ა­რებს ამ მსა­ხი­ო­ბე­ბის პო­ზი­ცი­ას.

"ბევრი მითქმა-მოთქმის თავიდან ასაცილებლად თავად დავწერ ჩემს გვერდზე ჩემი მეგობრებისა თუ გულშემატკივართათვის!

სპექტაკლში “მეფე ლირი” ვმონაწილეობ თავად და “პაკლონიდან” გავედი. ყველას აზრს პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, ვიზიარებ თუ არა მას! თუმცა ამ უკანასკნელში ჩემი აზრი არ ემთხვეოდა სხვების პოზიციას და ამიტომ ხელი რომ არ შემეშალა, თავად ვარჩიე, გავსულიყავი “პაკლონიდან”. ჩემი გასვლა, არა მგონია, გმირობის ტოლფასი იყოს, რადგან გმირობა საერთოდ სხვა ღირებულების და სიღრმის მქონე სიტყვაა თავისი მნიშვნელობით. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ეს ნათელია ყველასთვის!!! პირადად მე, მხოლოდ ორ რეჟიმს მოვესწარი: პირველში დავიბადე და არ მახსოვს, თუმცა ვიცი ბევრი მასზე და აღარასდროს განმეორდება, მეორე კი საკუთარ თავზე გამოვცადე (2004-2012) და მაშინ რომ ბევრი ჩუმად იყო, მე და ჩემნაირები ვიცავდით ამ ქვეყანას მართლა რეჟიმისგან!

ყველას თავისი აზრი აქვს და ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა! ისინი ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები და ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მიყვარს თითოეული და მხოლოდ სიკეთეს ვუსურვებ ყველას. უბრალოდ ჩემი პოზიცია არ ემთხვევა იმ პოზიციას, რა პოზიციაც დაფიქსირდა. გარდა ამისა, სცენა არ მგონია, რომ პოლიტიკური განცხადებების ადგილია. პოლიტიკური სათქმელი შეიძლება თქვას რეჟისორმა და მსახიობმა საქმით, სპექტაკლით! მოქალაქეობრივი პოზიციისთვის არსებობს სხვა არაერთი ადგილი და არსად არავინ იზღუდება. ამიტომ ვერ და არ ვიზიარებ ამ პროტესტს: 1 - არ ვეთანხმები იმ შინაარსს, რაც აღმართულია სცენაზე ბანერების სახით და 2 - სცენა არ მიმაჩნია, რომ ამისთვისაა.

მინდა გთხოვოთ ყველას და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თხოვნას ყურად იღებთ! ჩემს მეგობრებს, კოლეგებს თუ არ ეთანხმებით, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას.

ყველას თავისი აზრით და გზით გაგვიმარჯოს!" - წერს ბიბინეიშვილი.

გამოქვეყნების თარიღი: 25.05.2024