loader

"ამ წამს ხდება ეს... ვლოცულობთ, რომ წვიმამ არ მოიმატოს" - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ წამს ხდება ეს... ვლოცულობთ, რომ წვიმამ არ მოიმატოს" - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან?

"ვლოცულობთ, რომ წვიმამ არ მოიმატოს და გზა არ წაიღოს...

მოიმატა წყლის დონემ, გაივსო ქუჩა წყლით, მდინარესავით მოდის..." - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გლდანის ჯგუფში ანი ლობჟანიძე წერს და გლდანიის მე-3 ა მიკროს წყაროთუბნის ქუჩიდან ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

მისივ ცნობით, აღნიშნულ ქუჩაზე 40 წელია ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მიუხედაობით ნადგურდება უბანი ნელ-ნელა.

"ამ წამს ეს ხდება წყაროთუბნის ქუჩაზე, გვერდით არხია, სადაც წესით ეს წყალი უნდა ჩაედინებოდეს, მაგრამ იმის გამო, რომ არხის სათავე ამოსილულია, წყალი გზაზე გადმოდის. წინა წვიმის დროს მიწის დიდი ნაწილი ჩაიქცა ხევში. წვიმამ თუ არ გადაიღო, ისევ გაგრძელდება ეს პროცესი და ბოლოს კუნძულზე დავრჩებით. აუცილებელია გამოიყოს ტრაქტორი ორი-სამი დღით და გაიწმინდოს არხის სათავე,რომ წყალი მოექცეს კალაპოტში. როდის მოგვაქცევთ ყურადღებას? გლდანის რაიონის გამგეობა უბრალოდ ამოდით და ნახეთ რა მდგომარეობაა. ბუნების კეთილი ნების იმედზე გვტოვებთ?

გარდა მაგისა, სანამ წვიმა მოვიდოდა, წინა დღეს გაწმინდა ჩემმა ოჯახმა ქუჩა ნაგვისგან. კორპუსებიდან ამოდის ხალხი და ნაგავს გზაზე გვიყრის. არხის სათავე ამოსილულია და მაგას მოსახლეობა თოხით და ბარით ვერ ამოიღებს... არხი არის გასაწმენდი და წყალი გზაზე გადმოდის 21 მაისს სახლებში შემოვიდა, სულ განადგურდა ყველაფერი" - წერს ანი ლობჟანიძე.

მოგვიანებით მანვე დაწერა, რომ გამგეობიდან დაუკავშირდნენ და დახმარებას დაჰპირდნენ.

"გვითხრეს, რომ ხევის სათავეს გაწმენდენ. ასე რომ დიდი იმედი მაქვს, ასეც იქნება და ამ უბედურებას გადავრჩებით"- წერს ანი ლობჟანიძე.