loader

"ქართული განათლება არის კატასტროფულ საფრთხეში" - პროფესორ-მასწავლებლების მსვლელობა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული განათლება არის კატასტროფულ საფრთხეში" - პროფესორ-მასწავლებლების მსვლელობა დაიწყო

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე პირებმა, რომლებიც ვაკის პარკთან იყვნენ შეკრებილები, მსვლელობა დაიწყეს.

აქციის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლები, მეცნიერები და აკადემიური წრეების სხვა წარმომადგენლები მსვლელობით თსუ-სთან მივლენ.

მათი მოთხოვნაა, მთავრობამ აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიოს.

აღნიშნული პირები 19:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

ვიდეო: "მთავარი არხი"