loader

რას ამბობს კახა კალაძე აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს კახა კალაძე აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებზე?

მე არ მაქვს ამის პრობლემა, პირდაპირ გეტყვით, როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ ფლანგზე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დღეს კალაძემ შესაძლოა საკუთარი თავი დასანქცირებულთა სიაში აღმოაჩინოს.

ამასთან, როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, წარმოუდგენელია, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს აწესებს იმის გამო, რომ ქვეყანაში ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი კანონებს იღებს.