loader

"თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც შსს-ს მიმართულებით მსვლელობას მართავენ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ - ადგილზე სამართალდამცველების მობილიზაციაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც შსს-ს მიმართულებით მსვლელობას მართავენ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ - ადგილზე სამართალდამცველების მობილიზაციაა

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც შსს-ს მიმართულებით მსვლელობას მართავენ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ.

მათ აქ მობილიზებული სამართალდამცველები დახვდნენ.

„რომ იცოდეთ, ამ მოღალატეებს დიდი ხანი ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ. სირცხვილი!” - მიმართავდნენ აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან, ხოლო ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბა და მათ მსვლელობა ამ ლოკაციებიდან დაიწყეს. ამჟამად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ ერთობლივად მიემართებიან.