loader

“მომდევნო დღეებში “ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს უნდა ამცნოს, რომ ვითომ რუსეთი მზად არის საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნოს“- თამარ ჩარკვიანის საგანგებო ბრიფინგი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მომდევნო დღეებში “ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებს უნდა ამცნოს, რომ ვითომ რუსეთი მზად არის საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნოს“- თამარ ჩარკვიანის საგანგებო ბრიფინგი

“საქართველოს სრული ანექსიის, ანუ აფხაზეთიზაციის და სამაჩაბლოზაციის გეგმა ივანიშვილის მთავრობას მოსკოვმა უკვე დაუდო.

ამ პაკეტით რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან საგანგებოდ რუსი მაღალჩინოსანი თბილისში იმყოფებოდა.

ამავე გეგმით, მომდევნო დღეებში "ქართულმა ოცნებამ" ჩვენს მოქალაქეებს უნდა ამცნოს, რომ ვითომ რუსეთი მზად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამაჩაბლო დაუბრუნოს.

სინამდვილეში კი იგეგმება ქვეყნის სრული ოკუპაცია-ანექსია.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ვიბრძოლოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, რათა ქვეყნის 100 პროცენტი არ იქნეს პუტინის რუსეთის მიერ ოკუპირებული", - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე თამარ ჩარკვიანმა.