loader

სკანდალური კონცერტი თბილისში - "კიბიდან გოგო გადმოვარდა, უგონოდ იყო... საშინელება იყო ყველაფერი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური კონცერტი თბილისში - "კიბიდან გოგო გადმოვარდა, უგონოდ იყო... საშინელება იყო ყველაფერი"

„მღრღნელები, ჰიგიენის მინიმალური ნომრების უგულებელყოფა, გაუმართავი აუდიოსისტემა, უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობა და სრული კრახი“ - 23 მაისს გამართულ Akon -ის კონცერტს მსმენელისგან სწორედ ეს შეფასებები მოჰყვა.

23 მაისს "თბილისი არენაზე" ,Stage Love Affair-ისა და MaximuM Concerts Company-ის წარდგენით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტის, ჰიპ-ჰოპის ლეგენდად წოდებული Akon-ის კონცერტი გაიმართა.

რამდენიმე თვის წინ დაანონსებული კონცერტის საფასური 100 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობდა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, გაუმართავი ინფრასტრუქტურის ფონზე, კონცერტის მიმდინარეობისას კიბეებიდან გადმოვარდა ერთი მოქალაქე. მსმენელის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კონცერტზე გოგო რომ გადმოვარდა, როგორაა ვინმემ ხომ არ იცით?

კონცერტი იყო საშინლად ორგანიზებული.

აუდიოსისტემა იყო გაუმართავი

სტაფს არცერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი.

სივრცე იყო სრულად შეუსაბამო

გარეთ ნაგვის ურნები ვერ დადგეს, პლასტმასის ბოთლები ამდენი ერთად პირველად ვნახე, კიბის საფეხურებიდან ასფალტამდე ეყარა და ფიზიკურად გვერდს ვერ აუვლიდი, ზედ ვიარეთ.

მე-12 ადგილი მქონდა ერთ-ერთ სექტორში და ფიზიკურად არ იყო ეგეთი ადგილი, სტაფმა არაფერი არ ვიცითო, თავისუფალ ადგილს სადაც ნახავთ, იქ დაბრძანდითო.

მუსიკის მიხედვით ვხვდებოდი, რას მღეროდა მომღერალი! დარწმუნებული ვარ, Akon-ის სტაფიც ნახავს ვიდეოს და გამოხატავენ უკმაყოფილებას. სირცხვილია!

ქაოტურად და მოუწესრიგებლად დადგმული საკვები ობიექტები, დაბნეული დაცვა, გაფანტული დამხმარე პერსონალი, მოუწესრიგებელი რიგები

საშინელი ხმის აპარატურა, დუდღუნის მეტი არაფერი ისმოდა ზემოთ, ქვემით ჩამოსვლა და მოაჯირებთან დგომა მომიწია.

ეს ყველაფერი ფასთან მიმართებით არის შეუსაბამო.

სენეგალელ-ამერიკელი რიტმ ენდ ბლუზ მომღერლის, ეიკონის (Akon) ინსტაგრამის გვერდზე კონცერტამდე რამდენი დღით ადრე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის იტყობინება, რომ საქართველოში მოფრინავს, თუმცა ვიდეოზე ჩანს წარწერა - ''რუსეთი''

მომღერალმა TV პირველის გადაცემა "პირველამდეს" საშუალებით საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

ჩვენ ვცადეთ კონცერტის ორგანიზატორებთან დაკავშირება და კითხვებზე პასუხის მიღება, თუმცა უშედეგოდ.