loader

"სასიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ... ჩვენ ვიწყებთ და თან რას ვიწყებთ" - დავით ოქიტაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სასიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ... ჩვენ ვიწყებთ და თან რას ვიწყებთ" - დავით ოქიტაშვილი

"საქართველოს კულტურის პალატასთან" ია ნინიძის ხელოვნების აკადემია"ციური მერცხლები" დაარსდა. ამის შესახებ "კულტურის პალატის" დირექტორი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"სასიხარულო ამბავი მინდა გაცნობოთ, ჩემო მეგობრებო. "საქართველოს კულტურის პალატასთან" დაარსდა ქალბატონ ია ნინიძის ხელოვნების აკადემია "ციური მერცხლები".

აკადემიაში მიიღებიან 8-17 წლამდე ასაკის მოზარდები, რათა დაეუფლონ სხვადასხვა სახელოვნებო პროფესიას.

აკადემია "ციური მერცხლები"დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ხელოვანებით

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აკადემიაში ხშირად გაიმართება მასტერკლასები, რომლებსაც ჩაატარებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული გამოჩენილი უდიდესი არტისტები და ხელოვანები.

დაგველოდეთ, სრულ ინფორმაციას მოგაწვდით ძალიან მალე.

ჩვენ ვიწყებთ და თან რას ვიწყებთ..." - წერს ოქიტაშვილი.