loader

“მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე“- ჯაბა კანკავა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე“- ჯაბა კანკავა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი ჯაბა კან­კა­ვა წერს, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ის არა რო­გორც მო­თა­მა­შე, არა­მედ რო­გორც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი წავა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დე­ბი­უ­ტამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რა რჩე­ბა. მინ­და, რომ ჩვენ­მა გუნ­დმა გერ­მა­ნი­ა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გი შე­დე­გი აჩ­ვე­ნოს და კი­დევ ერთხელ იზე­ი­მოს ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თან ერ­თად, რო­გორც ეს 26 მარტს თბი­ლის­ში იყო. მი­ხა­რია, რომ პლე­ი-­ო­ფის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­სა და ფი­ნალ­ში გუნდთან ერ­თად ვი­ყა­ვი და ამ ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის მო­ნა­წი­ლე გავ­ხდი.

თუმ­ცა მინ­და ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გი­თხრათ, რო­მე­ლიც მარ­ტის თა­მა­შე­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღე: სა­ნაკ­რე­ბო გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არა რო­გორც მო­თა­მა­შე, არა­მედ რი­გი­თი გულ­შე­მატ­კივ­რის სტა­ტუ­სით გა­ვემ­გზავ­რე­ბო­დი.

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა სამ­წვრთნე­ლო შტაბს იმ ნდო­ბის­თვის რო­მე­ლიც მარ­ტში გა­მო­მი­ცხა­დეს, მა­შინ, როცა ყვე­ლას ერ­თად ყოფ­ნა და ის­ტო­რი­ულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გას­ვლა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო. ასე­ვე მად­ლო­ბა იმ ნდო­ბის­თვის რაც ახ­ლაც და­ვიმ­სა­ხუ­რე, რო­გორც სამ­წვრთნე­ლო შტაბს, ისე გულ­შე­მატ­კი­ვარს, რომ­ლის­გა­ნაც ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ.

გერ­მა­ნი­ა­ში ნაკ­რებს მეც, რო­გორც გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ისე და­ვუდ­გე­ბი მხარ­ში და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ იმ 26 ფეხ­ბურ­თელს, რო­მ­ელიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის დაც­ვას გერ­მა­ნი­ის სტა­დი­ო­ნებ­ზე შე­ეც­დე­ბა", - წერს კან­კა­ვა.