loader

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა

აბუ-და­ბი­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო სა­შე­ჯიბ­რო დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ტა­ტამ­ზე გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი (+100 კი­ლოგ­რა­მი), სო­ფიო სომ­ხიშ­ვი­ლი (+78 კი­ლოგ­რა­მი) და საბა ინა­ნე­იშ­ვი­ლი (+100 კი­ლოგ­რა­მი) წარ­დგნენ.

გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი ფი­ნალ­ში გა­ვი­და, სა­დაც სამ­ხრეთ­კო­რე­ელ კიმ­თან და­მარ­ცხდა და ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა.

გუ­რამ­მა მე­ო­რე წრე­ში თურ­ქი თა­თა­რ­ოღ­ლუ და­ა­მარ­ცხა, მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში კი ნე­იტ­რა­ლუ­რი დრო­შით მო­ას­პა­რე­ზე რუს ტა­მირ­ლან ბა­შა­ევს აჯო­ბა, გუ­რამ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში უზ­ბეკ ალი­შერ იუ­სუ­ფოვს სძლია.

წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო ას­პა­რე­ზო­ბა საბა ინა­ნე­იშ­ვილ­მაც, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდა ფა­ლა­ვანს ჩეხ ლუ­კაშ კრპა­ლეკ­თან ჭი­და­ო­ბის დროს მხა­რი ამო­უ­ვარ­და, რის გა­მოც ას­პა­რე­ზო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა.

სა­ქარ­თვე­ლოს ძი­უ­დოს გუნ­დის ან­გა­რიშ­ზე 4 მე­დე­ლია, მათ­გან 2 ოქრო, 1 ვერ­ცხლი და 1 ბრინ­ჯაო.