loader

როგორ ეხმაურება თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ეხმაურება თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას

თინა ხიდაშელი ირაკლი კობახიძის სკანდალურ განცხადებას ეხმაურება:

"ხვდებით ხომ, რას ამბობს ევროკავშირი, მკვლელობით ემუქრება. ღმერთო, დავით აღმაშენებელო, ჩამოდი… გვიშველე" - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის,

"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მიიჩნია, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიეწოდებინა.