loader

რა ვიდეოს აქვეყნებდა ახალგაზრდა გოგო მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე - ყველა დეტალი რუსთავში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეოს აქვეყნებდა ახალგაზრდა გოგო მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე - ყველა დეტალი რუსთავში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

გუშინ რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე, მომხდარმა ორმაგმა მკვლელობამ მთელი საქართელო შეძრა. დედა-შვილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი პარკის ტერიტორიაზე ეტლით პატარასთან ერთად გადაადგილდებოდნენ. ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. ისინი ამბობენ, რომ დამნაშავემ 5-ჯერ გაისროლა და უმოწყალოდ მოკლა ორი ახალგაზრდა ქალი.

მკვლელობაში ბრალდებული 28 წლის გიორგი ფირაშვილია, ირკვევა, რომ იგი ცოლსა და სიდედრს ჩაუსაფრდა და მაშინ ესროლა, როცა ჩვილთან ერთად კლინიკიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ადგილზე გარდაიცვალა 21 წლის მარიამ სოფრომაძე და სიდედრი ინგა ბეგაშვილი. შს სამინისტრომ მალევე გაავრცელა ინფორმაცია და მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება დაადასტურა.

როგორც ამბობენ, ისინი ორი თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა გიორგი ხშირად მიდიოდა მათ სახლში და შერიგებას სთხოვდა. ბოლოს ის მათ სახლთან ორი დღის წინ ნახეს. ამიტომ ყველა შეძრულია ამ ამბით და მომხდარის ახსნა უჭირთ.

"შოკირებულები ვართ ყველანი ამ ამბით. მარიამს და გიორგის ვიცნობდი. სიღნაღში ვცხოვრობ, გიორგი რესტორანში მოვიდა მემწვადედ და იქ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენთან მუშაობდა ერთი წელი. აქ მუშაობდა ასევე მარიამი, აქ გაიცნეს ერთმანეთი და მათი სიყვარულიც აქ დაიწყო. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ყველანი მათი სიყვარულის თვითმხილველები ვართ და ამიტომ მართლა შოკირებული და გაოგნებული ვარ ამ ამბით. მას შემდეგ, რაც ეს თავზარდამცემი ამბავი გავიგეთ უბრალოდ შოკი გვაქვს ყველას“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. წაიკითხეთ ვრცლად: