loader

“მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო...“- რას აცხადებს ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი: ადვოკატის პირველი კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო...“- რას აცხადებს ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი: ადვოკატის პირველი კომენტარი

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის გიორგი ფირაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.

როგორც უფლებადამცველი განმარტავს, ფირაშვილი სამართალდამცველებმა გუშინ გამოკითხეს, თუმცა მან მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

ადვოკატის თქმითვე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებული მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს თავად შეატყობინა.

ცნობისთვის, 22 მაისს რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.