loader

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც რუსთავში, ცოლი და სიდედრი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მამაკაცი, რომელმაც რუსთავში, ცოლი და სიდედრი მოკლა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ რუს­თავ­ში ცო­ლი­სა და სი­დედ­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ოფი­ცი­ა­ლური ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, 2 ადა­მი­ა­ნის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ცხელ კვალ­ზე გახ­სნა, და­კა­ვე­ბუ­ლია 1 პირი.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ ეს 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლია. ის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩა­უ­საფ­რდა ცოლს, 21 წლის მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძეს და სი­დედრს, 48 წლის ინგა ბე­გაშ­ვილს, რომ­ლებ­საც თან ჩვი­ლი ჰყავ­დათ და სი­ცო­ცხლეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გა­მო­ა­სალ­მა. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - სა­ნა­დი­რო თოფი, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

"ოჯა­ხის ორი წევ­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის „კ“ და „ლ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“ ,- ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.