loader

უახლესი კადრები ორმაგი მკვლელობის ადგილიდან - რა ხდება სკვერში, სადაც მამაკაცმა სიდედრი და ცოლი მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი კადრები ორმაგი მკვლელობის ადგილიდან - რა ხდება სკვერში, სადაც მამაკაცმა სიდედრი და ცოლი მოკლა

რუსთავში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა ქალმა, რომელიც მერიის დასუფთავების თანამშრომელია, განაცხადა, ეტაპობრივად სკვერში 5 გასროლის ხმა გაიგონა.

მისი თქმით, ადგილზე მისულს ორი ადამიანის ცხედარი დახვდა, ერთი შუახნის ქალბატონის, მეორე კი, შედარებით ახალგაზრდა ქალის.

თვითმხილველის თქმით, დედა-შვილს, ინგა ბეგაშვილს და მარიამ სოფრომაძეს, თან პატარა ბავშვი ახლდათ, რომელიც შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. რაც შეეხება უშუალოდ პირს, რომელმაც სავარაუდო გასროლა განახორციელა, თვითმხილველის თქმით, 30 წლამდე მამაკაცია, რომელიც პოლიციამ ადგილზევე დააკავა.