loader

“თქვენ კიდევ: ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი; წადი... ნიუ-იორკო! თბილისი ნამდვილი “ბომბია“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ცნობილი უკრაინელი ინფლუენსერი, რომელმაც საქართველოში იქორწინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თქვენ კიდევ: ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი; წადი... ნიუ-იორკო! თბილისი ნამდვილი “ბომბია“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ცნობილი უკრაინელი ინფლუენსერი, რომელმაც საქართველოში იქორწინა

ცნობილი უკრაინელი ინფლუენსერი ალექსანდრ ზუბარევი საქართველოში იმყოფება. ის თავის რჩეულთან ერთად სპეციალურად ჩამოვიდა, რომ საქართველოში ექორწინათ.

წყვილმა მოკრძალებული ცერემონია გადაიხადა. ალექსანდრ ზუბარევი კი, რომელსაც მილიონობით გამომწერი ჰყავს სხვადასხვა პლატფორმაზე, თავის შთაბეჭდილებებს და ვიდეოებს აზიარებს.

ერთ-ერთ ვიდეოში ინფლუენსერი, გოგირდის აბანოების გარდა, მის მიერ ნაქირავებ ბინაზე საუბრობს, სადაც ხედებით მოიხიბლა.

“თქვენ კიდევ: ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი; წადი... ნიუ-იორკო! თბილისი ნამდვილი “ბომბია“ - ამბობს ზუბარევი.