loader

"ბოლო დღეებში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ დავურეკო ბიძინას" - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლო დღეებში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ დავურეკო ბიძინას" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ბოლო დღეებში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ დავურეკო ბიძინას. აუცილებლად დავურეკავდი, მაგრამ ვთვლი, რომ ამას აზრი არა აქვს შემდეგი მიზეზით: ჩემი აზრით, ბიძინა თავისი კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად, ე.წ. მშვიდობის სახელით, დღეის მდგომარეობით, საერთოდ ჩამოშორებულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და მხოლოდ უსიტყვო შემსრულებელია იმ დირექტივებისა, რომელიც მოდის ჩრდილოეთიდან, ისევე, როგორც მისი დირექტივების უსიტყვო შემსრულებელია ე.წ. ქოც-ელიტა.

არ ვიცი, ის საკუთარი შეცდომების მძევალია თუ შეგნებული არჩევანის მსხვერპლი. ამას ისტორია გაარკვევს. დღეს კი ამ კითხვაზე პასუხს არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მას ახლა ამოძრავებს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი, აფექტურია. შესაბამისად, არც თვითონ დამელაპარაკება და რომც დამელაპარაკოს, საუბრის შინაარსი იქნება ლოგიკის მიღმა, შესაბამისად, უშედეგო." - წერს გია ხუხაშვილი.