loader

"უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა - უსამართლობის პიკი იქნება თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან" - გია ვოლსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა - უსამართლობის პიკი იქნება თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან" - გია ვოლსკი

"ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელი მაღალჩინოსანი, ო’ბრაიენი საქართველოში იმყოფებოდა, გაგვიჩნდა მოლოდინი, ვინმე მაღალი დონიდან - აშშ-დან, ევროკავშირიდან განაცხადებდა, რომ გამჭვირვალობაში არავითარი პრობლემა არ არის და რომ დაუშვებელია არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკაში ჩართვა",- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვოლსკის განმარტებით, ელოდებოდნენ, რომ აღნიშნული პროექტის განხილვის „პროცედურა მართლაც მეგობრობის იქნებოდა და არა მუქარის აქტი, რომელიც სამწუხაროდ, მოვისმინეთ”.

“მითუმეტეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც ყველა ნიშნით ახლოსაა იმ დესტაბილიზაციის პროგრამებთან, რომელიც გააჩნია რადიკალურ ოპოზიციას. ველოდებოდით ამ განცხადებას, რასაკვირველია პროექტს, რომლის განხილვის პროცედურაც მართლაც მეგობრობის იქნებოდა და არა მუქარის აქტი, რომელიც სამწუხაროდ, მოვისმინეთ. რასაკვირველია არჩევნებიც მაღალ დონეზე ჩატარდება და არაფერი არაევროპული და არადასავლური არ გააჩნია ამ კანონს, საქართველოს ხელისუფლება არასდროს დაუშვებს იმას, რომ რუსული ინტერესების გათვალისწინებით რაიმე ნაბიჯი გადადგას”, - განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საკითხი ასევე დაისვა სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შემდეგ, რომ დახმარებას აგვიანდება, გაურკვევლობას წარმოშობს.

“აქ კიდევ დაისვა საკითხი სამხედრო დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რაც ასევე საკმაოდ სერიოზულ შეკითხვას წარმოშობს, ვინაიდან განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს იქნება ზედმიწევნით ის დახმარება და შეიარაღება, რომელიც საქართველოს აარიდებს რუსულ აგრესიას, რაც მართლაც რეალურია. ამავე დროს, ვისმენთ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებას, რომ აგვიანებს შეიარაღება და ამ ვითარებაში უკრაინის მიერ გაღებული მსხვერპლი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ საჭირო შეიარაღება დროულად არ იქნა მიღებული. აქედან გამომდინარე, ესეც გარკვეულწილად წარმოშობს გაურკვევლობის თემას”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება მოსალოდნელ შესაძლო სანქციებს, რომელიც დეპუტატებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლოა, დაეკისროთ, ვოლსკიმ განმარტა, რომ უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა, მხოლოდ იმიტომ რომ გამჭვირვალობას თხოულობს.

“უსამართლობის პიკი იქნება თუ ოჯახის წევრებს გადასწვდებიან. უსამართლობა იქნება თუ კანონმდებელს კანონის მიღების გამო რაიმე სანქცია დაეკისრა, მხოლოდ იმიტომ რომ თხოულობს გამჭვირვალობას.

არაფერს ისეთს არ ვამბობთ, რაც ამერიკელებს არ უთქვამთ და რაც ევროკავშირის სისტემაში არ არსებობს. არავითარი რუსული თემა აქ არ ტრიალებს. რუსული თემა მაშინ ტრიალებდა, როცა ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” ტრიალებდა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.