ვრცელდება მძიმე კადრები თვითმფრინავიდან - არიან დაშავებულები, დაიღუპა ერთი ადამიანი
თვითმფრინავში, რომელიც ლონდონი-სინგაპურის რეისს ასრულებდა, ძლიერი ტურბულენტობის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სინგაპურში მიმავალი Boeing 777-300ER თვითმფრინავი ბანგკოკში გადამისამართდა და დაეშვა."სინგაპურის ავიახაზების“ განმარტებით, თვითმფრინავში 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის განცხადებით, მუშაობს ტაილანდის ხელისუფლებასთან მგზავრებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით და ბანგკოკში ჯგუფს აგზავნის.