loader

"როგორც კი დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის აუცილებლობა არ იქნება" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორც კი დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის აუცილებლობა არ იქნება" - კახა კალაძე

თუ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს იმის სურვილი აქვს, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, რა თქმა უნდა, ღია ვართ და მივესალმებით ამ ყველაფერს - ბურთი მათ მხარეს არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაც მკაფიო დასტურია, „რომ თუ ვინმეს რაიმეს გაკეთება უნდა, არავის აქვს წინააღმდეგობა“.

"თუ კონკრეტულ ნაბიჯებს დავინახავთ, ეს შეუძლიათ გადადგან. როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს დავინახავთ, კანონის აუცილებლობა გამჭვირვალობის შესახებ აუცილებელი არ იქნება. ეს კანონპროექტი სადავო თემა არ არის.

ვიზალიბერალიზაცია, სავაჭრო ურთიერთობები, პირდაპირი ფრენები და ევროპასთან მოლაპარაკებების გახსნა - თუ დავინახავთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით, ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ სურვილია ურთიერთობები დალაგდეს, ისეთი იყოს, როგორც პარტნიორებს შეესაბამება, თუ ეს ყველაფერი გაკეთებული იქნება, კანონის აუცილებლობა არ იქნება" - ამბობს კალაძე.