loader

"სხვა რამე თუ განახეს, ტანი ჩემი არაა..." - რას წერს ზურა ჯაფარიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სხვა რამე თუ განახეს, ტანი ჩემი არაა..." - რას წერს ზურა ჯაფარიძე?

"დამიბარეს და დამკითხეს სასამართლოში. კითხვებიდან გამომდინარე საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი ამ აქციების დროს სტრატეგიული დანიშნულების მქონე შენობის (იგულისხმება პარლამენტი) შტურმის ორგანიზატორი" - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მტკიცებულებად იყენებენ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვითომ ფარულ ჩანაწერს.

"იყოს ეს სტატუსი აქ ყოველი შემთხვევისთვის (მერე დამეზარება დაწერა, ვიცი):

დღეს დამიბარეს და დამკითხეს სასამართლოში. კითხვებიდან გამომდინარე საქმეს კერავენ, თითქოს მე ვიყავი ამ აქციების დროს სტრატეგიული დანიშნულების მქონე შენობის (იგულისხმება პარლამენტი) შტურმის ორგანიზატორი. მტკიცებულებად იყენებენ "იმედის" მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვითომ ფარულ ჩანაწერს. ოღონდ ეს ჩანაწერი გაკეთებულია 2-3 წლის წინ, დედა ენის ბაღში, საჯარო შეხვედრის დროს, ღია სივრცეში, რომელსაც ესწრებოდა ასამდე ადამიანი.

სავარაუდოდ, არის დამონტაჟებულიც და ცხადია არანაირი კავშირი არ აქვს ამ აქციებთან. ყველა ის ადამიანი დაადასტურებს, ვინც ამ შეხვედრებს ესწრებოდა, მაგრამ ეგ არ აინტერესებთ და ხმის ნიმუში უნდა აგიღოთო.

ჰოდა, არც სახლში, არც ორგანიზმში არ მაქვს არანაირი ნარკოტიკი, დიდი ხანია (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა); პორნოს მაქსიმუმ ვუყურო; ლეგალურად ვფლობ 5 პისტოლეტს (Colt 1911, Walter PP, Glock 43, CZ P07, Beretta 92G Brigadier Tactical (Wilson Combat)) და 1 თურქული წარმოების შოთგანს. ყველა ეს იარაღი მაქვს ტარების უფლებით და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღი. ყველა ტყვია მაქვს ლეგალურად შეძენილი და განკუთვნილია მხოლოდ ამ იარაღებისთვის. არასტანდარტული ტყვიები არ მაქვს.

ასევე მაქვს რამდენიმე დანა და აკერმანის 1 წიგნი... სხვა რამე თუ განახეს, ტანი ჩემი არაა", - წერს ჯაფარიძე.