"ვიცი როგორი ცხოვრებაა ევროკავშირის ქვეყანაში, იტალიელი ვარ წარმოშობით - დღეს არაა გართობის დრო, უნდა ვიბძოლო ჩემი მომავლისთვის" - მე-12 კლასელები პარლამენტთან შეიკრიბნენ
მე-12 კლასელები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, განათლების სამინისტროსთან არიან შეკრებილები.
როგორც მე-12 კლასელები აცხადებენ, განათლების სამინისტროსთან შეკრებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მათი თქმით, ქართველი ახალგაზრდების გულისტკივილია განათლება და მათი არჩევანია ევროკავშირი.
მე-12 კლასელები განათლების სამინისტროდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით აპირებენ გადანაცვლებას.