loader

"საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ" - რა თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ" - რა თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე?

"საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტმა, ვეტო, რომელიც 18 მაისს დაადო „რუსულ კანონს“, მოტივირებული შენიშვნების გარეშე დაუბრუნა პარლამენტს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და პრეზიდენტის ვეტოზე საუბრისას ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, ვეტოში ასახულია კონსტიტუციის ოთხი მუხლი, რომელიც ირღვევა აღნიშნული კანონით და განმარტებულია, თუ რატომაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რუსული.