loader

93 წლის ასაკში გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

93 წლის ასაკში გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში ქართველი ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.

გულიკო ჩაფიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1963-1975 წლებში - ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1962-1964 წლებში - კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში – თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან დღემდე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი.