loader

რაისის ბოლო რეისი: ირანული "ბორტი ნომერი ერთის" ბურუსით მოცული ავიაკატასტროფა - ტრაგედიის რამდენიმე ვერსია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაისის ბოლო რეისი: ირანული "ბორტი ნომერი ერთის" ბურუსით მოცული ავიაკატასტროფა - ტრაგედიის რამდენიმე ვერსია

19 მაისს, 5 საათზე, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი ირთვება. შვეულმფრენი, რომლითაც ირანის პრეზიდენტი სამშობლოში ბრუნდებოდა, რადარებიდან გაქრა.

ირანის ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში იუწყებოდნენ, რომ შვეულმფრენმა ავარიულად, უხეში დაჯდომა განახორციელა და პრეზიდენტი რაისი ავარიაგანცდილი შვეულმფრენიდან ტელეფონით ორი ადამიანი დაუკავშირდა. რაც, საბოლოო ჯამში, ტყუილი აღმოჩნდა.

12-საათიანი სამძებრო სამუშაოები ვერტმფრენის დამწვარი ფრაგმენტების აღმოჩენით დასრულდა და მალევე გამოჩნდა განცხადება, რომ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი გარდაიცვალნენ ბორტზე მყოფ 7 ადამიანთან ერთად.

დელეგაცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან ბრუნდებოდა, სადაც ირანის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

შვეულმფრენი BELL 412 დასახლებულ პუნქტ უზისთან მთის კალთას შეეჯახა და სრულად დაიწვა - ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. თუმცა რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია -ხელოვნურად გამოწვეული ტექნიკური გაუმართაობა თუ უამინდობა.

არსებობს რამდენიმე ვერსია:

ტექნიკური გაუმართაობით ავიაკატასტროფის გამოწვევის ალბათობა მცირეა, თუმცა მაღალია ეკიპაჟის შეცდომის დაშვების რისკები - ექსპერტების თქმით,ნისლში მთებში ფრენა შვეულმფრენისთვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს, რადგან მას მაღალ სიმაღლეზე, ფრენა არ შეუძლია. დასაშვებია, რომ ამ რთულ პირობებში,ეკიპაჟმა შეცდომა დაუშვა.

არსებობს ვარაუდი, ავიაკატასტროფა ტერორისტული აქტია, რომლის უკანაც აზერბაიჯანში მოქმედი ისრაელის სპეცსამსახური დგას.

კითხვებზე პასუხს გამოძიება გასცემს, მანამდე კი რაისის მოვალეობაას ვიცე- პრეზიდენტი შეასრულებს. არჩევნები კი 50 დღეში ჩატარდება.

63 წლის ებრაჰიმ რაისი 2021 წელს 18 მილიონი ხმით აირჩიეს. ის მკაცრი კურსის მიმდევარი იყო, მანამდე კი ირანის სასამართლო ხელისუფლებასა და გენერალურ პროკურატურას ხელმძღვანელობდა.