ავარია "ბოლო ზარზე" - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლებშიც მეთორმეტეკლასელები ისხდნენ
AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომლებშიც მეთორმეტეკლასელები ისხდნენ.
შემთხვევა, რომელიც ციხისძირში მოხდა, სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. როგორც თვითმხილველი შემთხვევის ადგილიდან გვატყობინებს, შეჯახებისას არავინ დაშავებულა.