loader

"იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა... სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან" - დავით ქაცარავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა... სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან" - დავით ქაცარავა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა.

როგორც მან კლინიკის დატოვებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოკუპაციის ხაზს და ქუჩაში პროტესტს.

„ჩანს კვალი, როგორ მახრჩობდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, იმიტომ, რომ მათ სპეცრაზმთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ისინი უბრალოდ ჯალათები არიან. იყო ჩემი გაგუდვის მცდელობა, რომელიც საკმაოდ ბრუტალური იყო. ეს ხდება ბოლო ცემის დროს, როდესაც ყველაზე სასტიკად გამისწორდნენ ჯალათები", - აღნიშნა ქაცარავამ.