loader

"ეს სისხლჩაქცევები დახრჩობის მცდელობის შედეგია" - დავით ქაცარავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს სისხლჩაქცევები დახრჩობის მცდელობის შედეგია" - დავით ქაცარავა

"რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა პრობლემები, ბუნებრივია, დარჩენილია, ძლიერი ტვინის შერყევაა და წოლითი რეჟიმი მაქვს გამოწერილი, ეს ჩაქცევებიც, დახრჩობის მცდელობის შედეგი სახეზეა, ესეც ჩაცხრომის გზაზეა.

პირველი, რასაც გავაკეთებ მას შემდეგ, რაც ექიმები მომცემენ უფლებას სახლიდან გასვლის, ბუნებრივია, დავუბრუნდები ოკუპაციის ხაზს და დავუბრუნდები პროტესტს ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ის მიმდინარეობს.

ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ სრულ გამარჯვებამდე, ეს ტერორისტული რუსული რეჟიმი უნდა დასრულდეს", - ამბობს დავით ქაცარავა "მთავარ არხთან" საუბრისას.