loader

“მივხვდი, ბიძინა რატომ არის ასე ჩაფრენილი ხუხაშვილზე, ორივე მასონები არიანო" - რა ისტორია გაიხსენა გია ხუხაშვილმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მივხვდი, ბიძინა რატომ არის ასე ჩაფრენილი ხუხაშვილზე, ორივე მასონები არიანო" - რა ისტორია გაიხსენა გია ხუხაშვილმა?

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ამ მასონებთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით 2012 წლიდან.

მოკლედ, კოალიცია რომ შეიკრიბა, ჩვენთან ბევრი ხალხი ტრიალებდა.ერთმა ძალიან ცნობილმა პიროვნებამ მეორე ასევე ძალიან ცნობილ პერსონას ერთ მშვენიერ დღეს თავისი ნააზრევი გაუმხილა:

“მივხვდი, ბიძინა რატომ არის ასე ჩაფრენილი ხუხაშვილზე, გვერდიდან რომ არ იშორებსო”. რატომ? - ჰკითხა მეორემ.

“მივხვდი, რომ ეგენი ორივე მასონები არიან, თანაც ხუხაშვილი იერარქიაში უფრო მაღლა დგასო”. ეს ნამდვილი ისტორიაა. ეს პირები კი დღესაც ძალიან აქტუალურები არიან. მაშინ ძალიან გამეცინა. თურმე რა მაცინებდა…" - წერს ხუხაშვილი.