loader

ვერტმფრენს სულ მცირე 40 სამაშველო ჯგუფი ეძებს, ავარიიდან 3 საათზე მეტი გავიდა და ნისლის გამო ხილვადობა თითქმის ნულია- უახლესი კადრები კატასტროფის ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვერტმფრენს სულ მცირე 40 სამაშველო ჯგუფი ეძებს, ავარიიდან 3 საათზე მეტი გავიდა და ნისლის გამო ხილვადობა თითქმის ნულია- უახლესი კადრები კატასტროფის ადგილიდან

სულ მცირე 40 სამაშველო ჯგუფი ეძებს ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა ფოტოზე რაისი ალიევთან ერთად ქვეყნების საზღვარზე ახალი წყალსადენის გახსნაზეა - საპრეზიდენტო ვერტმფრენი რადარიდან ცოტა ხნით ადრე გაუჩინარდა.

Mi-171-ის ავარიიდან 2,5 საათზე მეტი გავიდა. ირანის მთებში სამაშველო ოპერაციის ვიდეო, სადაც პრეზიდენტ რაისთან ერთად ეძებენ ჩამოვარდნილ ვერტმფრენს. ყველაფერი ნისლითაა დაფარული, ხილვადობა თითქმის ნულის ტოლია.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას ვაჰიდმა განაცხადა, რომ „უამინდობისა და ნისლის გამო, ადგილზე მისასვლელად მაშველებს დრო დასჭირდებათ.

"ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ სამუშაოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება", - აღნიშნა მინისტრმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სამი ვერტმფრენიდან ერთ-ერთმა უხეში დაშვება მას შემდეგ განხორციელა, რაც მას ძლიერი ნისლის გამო პრობლემები შეექმნა. ორ ვერტმფრენი კი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაეშვა.

19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით „ხუდაფერინის“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და „გიზ გალას“ ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონია შედგა.