ირანული მედია ახალ კადრებს ავრცელებს- როგორ მგზავრობდა კატასტროფამდე პრეზიდენტი და რა ხდება ამ წუთებში ქვეყანაში
ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა აჰმედ ვაჰიდიმ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება დამატებით დეტალებს ელოდება.
ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენში რაისთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.
ნახევრად ოფიციალურმა ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა ირანელებს მოუწოდა პრეზიდენტ რაისისთვის ილოცონ.
CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.
არსებული ცნობებით, ირანის დელეგაცია აზერბაიჯანში სამი ვერტმფრენით იმყოფებოდა, ორ ვერტმფრენში მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, რომელიც დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაეშვა.
ირანის ქვეყნებში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და პრეზიდენტისთვის საყოველთაო ლოცვას აღავლენენ.