loader

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს- ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, “უხეში დაშვება“ განახორციელა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს- ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, “უხეში დაშვება“ განახორციელა

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიდიან.

CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე იმყოფება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ამავე ცნობებით, ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.

მომხდარის შესახებ ირანული მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს და ოფიციალური დადასტურება, ჯერჯერობით, არ ყოფილა.