loader

“უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებაზე 70-მდე შეტყობინება მივიღეთ, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა“- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებაზე 70-მდე შეტყობინება მივიღეთ, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა“- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობი ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით, სამსახურმა 70-მდე შეტყობინება მიიღო, მათგან 10-მდე განცხადება, რომელიც შინაარსით შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რეაგირებისათვის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სამსახურის მიერ ხორციელდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განცხადებებსა და შეტყობინებებში მითითებულ, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის შესაბამის პირებთან განხორციელდა უკუკავშირი და ინფორმაციის მოძიება და დაზუსტება.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში საუბარია „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ჩანაწერზე განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების შესახებ და აღნიშნავს, რომ იგი დასაშვებია, თუ აღნიშნული პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.