loader

“დემონური... ჯოჯოხეთიდან იყურება“- მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დემონური... ჯოჯოხეთიდან იყურება“- მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა

რამდენიმე დღის წინ, ფერმწერ იონათან იეოს მიერ შესრულებული მეფე ჩარლზ III-ის პირველი ოფიციალური პორტრეტი გაიხსნა. ამის ამსახველი ვიდეო სამეფო ოჯახმა სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.

იჯონათან იეომ ტლოზე მეფე საშუალო ხედით დახატა. მას ჟოლოსფერი უელსის გვარდიის ფორმა აცვია და ორივე ხელი მახვილზე აქვს დაწყობილი. თითქმის მთელი ტილო, ხელებისა და თავის გარდა, ცეცხლოვანი წითლითაა გაჟღენთილი. ჩარლზი პირდაპირ იყურება, ტუჩებზე მრისხანე ღიმილის ჩრდილი გადაჰკრავს, მარჯვენა მხართან კი პეპელა დაფარფატებს.

მხატვრის განმარტებით, პეპელა, ასახავს იმას, თუ როგორ შეიცვალა ჩარლზის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

თუმცა, პორტრტმა არაერთგავროვანი შეფასება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში მას დემონურს უწოდებენ და წერენ, რომ მეფე ჩარლზი პირდაპირ “ჯოჯოხეთში იწვის“.

“ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას ხელებზე ბევრი სისხლი აქვს"- წერენ სოციალურ ქსელში ბრიტანეთის მოქალაქეები.