loader

ახალი სკანდალი - "ეს თავის დროზე ვერ შეამჩნიეს და მესამე პირებისგან გავიგეთ ასეთი ინფორმაცია" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი სკანდალი - "ეს თავის დროზე ვერ შეამჩნიეს და მესამე პირებისგან გავიგეთ ასეთი ინფორმაცია"

„მალულად ჩამატებული მუხლები“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მდგომარეობა გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციაში, მათი პრობლემაა, რომ თავის დროზე ვერ შეამჩნიეს და მესამე პირებისგან ვიღებთ ინფორმაციას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც “პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ბევრად უფრო მძიმე ვერსია მიიღო, ვიდრე პროექტის პირვანდელი ვარიანტი იყო - არის მალულად ჩამატებული მუხლები“.

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შინაარსობრივ დავებში შესვლა და იმის თქმა, რომ „უი, ეს რა ჩაუწერიათ“, აბსურდია.