loader

აქციების აქტიური მონაწილე, ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს - რას წერს მსახიობი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აქციების აქტიური მონაწილე, ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს - რას წერს მსახიობი?

აქციების აქტიური მონაწილე, მსახიობი ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს. როგორც ყიფშიძე წერს, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი და 20 მაისს პროცესია ჩანიშნული:

"გახსოვთ რამდენიმე დღის წინ სიცილით რომ მოვყევი ბოტებმა ჩემი ნომერიც გაიგესთქო? თურმე სასამართლოდან მირეკავდნენ. 20 მაისს პროცესია დანიშნული: ჩემზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არის შედგენილი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს. წელს 23 წლის ვხდები და ამ წლების განმავლობაში არცერთ წარმოდგენილ სცენარში სასამართლოში არ ვმჯდარვარ. არცერთ წარმოდგენილ სცენარში არ მითვალთვალებდა ადამიანი და მანქანით არ მომყვებოდა. თვეზე მეტია აქციაზე ვართ, ვიბრძვით სამშობლოსთვის. ვიბრძვით იმ გარემოს შესაქმნელად რომლისგანაც გაქცევის სურვილი არ გვექნება. ვიბრძვით სამართლიანობისთვის. ვიბრძვით იმისთვის რომ უსაფრთხო ქვეყანაში ვიცხოვროთ. ვიბრძვით იმისთვის რომ ოკუპანტებისთვის ჩვენი მიწა “დაჩა” არ გახდეს. ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს, ჩავიკეტო სახლში და გამოსვლა არ მომინდეს. თუ გავჩერდებით და პირის ამოკერვის უფლებას მივცემთ ისედაც გავიღვიძებთ ისეთ რეალობაში რომელშიც სახლში გამოკეტვას გვაიძულებენ. დღეს ცდილობენ სიტყვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას: თურმე ქვეყნის სიყვარული სამართლებრივ ჩარევას მოითხოვს. მე მაინც სწორ მხარეს ვდგავარ, იქ სადაც რუსულ რეჟიმს არაფერი ესაქმება და შიშის ფაქტორი მხოლოდ დედაჩემის რისხვა დარჩება მასზე მაღლა ვერ ახვალთ" - წერს ყიფშიძე