loader

“არ უნდა დავუშვათ გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ“- მეუფე შიო "ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ უნდა დავუშვათ გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ“- მეუფე შიო "ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ" კანონპროექტზე

“საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულI კანონპროექტი ["ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ"] და მცდელობა, რომ ჩვენი ბავშვები დავიცვათ მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორც შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე. არ უნდა დავუშვათ ჩვენს ქვეყანაში ასეთი გაუკუღმართებული აზროვნების დამკვიდრება, აუცილებლად უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი“, - ასე მიმართა მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძართან შეკრებილ ადამიანებს.

მეუფე შიოს თქმით, დღევანდელ მსოფლიოში ახალი სოციალური ტექნოლოგიების და გენდერული იდეოლოგიების გავლენით ოჯახი განიცდის დიდ ზეწოლას და ვხედავთ ამ ტენდენციების საქართველოში გადმოტანის მაგალითებს და სურვილს.