ამ წუთებში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით შეკრებილების მსვლელობა მიმდინარეობს
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობაში მონაწილეობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.